Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია გამყრელიძესა და ტიკარაძეს: მედიასთან იყავით უაღრესად მკაცრი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს; ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და სხვა მინისტრებს მედიასთან კომუნიკაციაზე მითითებები მისცა. ეს საუბარი რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გავიდა.

"ბატონო ამირან [გამყრელიძე], მინდა გთხოვოთ, იყოთ უაღრესად მკაცრი დღეს მედიასთან, ისევე, როგორც ქალბატონო ეკა [ტიკარაძე]. პირველი, უნდა აუხსნათ, რა ხდება რეგიონში, მეორე - უნდა აუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი, მესამე - უნდა აუხსნათ, ეს ინსტრუმენტები თუ არ დაგვრჩა ჩვენ ხელში, ნუ რთული იქნება; მეოთხე - პოლიტიკოსები ავუხსნით, რომ მესამე ფრონტი [ოპოზიცია] დაგვემატა", - თქვა გახარიამ.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ქვეყანაში დასატოვებელ შეზღუდვებზე ისაუბრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG