Accessibility links

გიორგი გახარია: სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები ჩვენი ვალდებულებაა


გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, თუ აქამდე საქართველოს მთავრობა მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკის აღორძინების ფრონტებზე იბრძოდა, ახლა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სახით მესამე ფრონტიც გამოჩნდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „საჭიროა ამ ფრონტზეც წარმატებულები და გამარჯვებულები ვიყოთ“.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები ქვეყნის ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წინაშე მდგარი ვალდებულებაა:

„ჩვენ, მთავრობას გვაქვს ვალდებულება, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაგრძელებას, საკონსტიტუციო პროცესის გაგრძელებას. ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი და კარგი, სანიმუშო დემოკრატიული არჩევნები - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება და გუნდი მთლიანად, წარმატებით გავართმევთ თავს”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG