Accessibility links

მიტროპოლიტი გერასიმე ტყის გადაცემაზე: ყველას ეცოდინება, რომ არ მოიჭრება, შეენახება მომავალ თაობას


ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ამბობს, რომ ეკლესიებისთვის ტყის გადაცემას მისი შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა.

"ძალიან ბევრი ადგილი არის, ტყეები, სადაც არის მონასტრები და ვფიქრობთ, რომ ეკლესიამ ძალიან ბევრი ადგილმდებარეობა შეინარჩუნა, გადაარჩინა და ეს უკვე სახელმწიფოს კეთილი ნება და მათი გადაწყვეტილება უნდა იყოს. ყველას ეცოდინება, რომ არ გასხვისდება, არ მოიჭრება და შეენახება მომავალ თაობას", - თქვა მან და დასძინა, რომ ამის მაგალითია დღევანდელი ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ტყესთან მდებარეობს.

საქართველოს პარლამენტი ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი მიწის მიღება შეეძლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG