Accessibility links

სომხეთში წუხელ კორონავირუსის 322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 4 პაციენტი გარდაიცვალა


ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 322 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც ჯამში 6000-ს მიუახლოვდა დაავადების სტატისტიკა.

ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ანგარიშით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის ეპიდემიის მხრივ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას „ძალიან სერიოზული“ უწოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა: „სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ჩვენ უნდა მივიღოთ მკაცრი ზომები ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა შემდგომ არ მოგვიწიოს უმკაცრესი შეზღუდვების შემოღება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG