Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანი: რამდენიმე დღეში ყველა პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით


ლევან რატიანი
ლევან რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ვარაუდობს, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3-4 დღეში კოვიდ-19-ით ინფიცირებული ყველა პაციენტი გაეწერება.

„ორშაბათ-სამშაბათისთვის ვიმედოვნებთ, რომ კლინიკაში არც ერთი კოვიდინფიცირებული არ გვეყოლება“, - უთხრა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, ამ დროისათვის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 18 პაციენტი მკურნალობს, თუმცა მათ დაავადების სიმპტომატიკა უკვე აღარ აღენიშნებათ.

საქართველოში, კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 723 შემთხვევაში დაფიქსირდა. ინფიცირებულებიდან 495 გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG