Accessibility links

აშშ ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან გადის


აშშ-მა განაცხადა, რომ გადის ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან და დაადანაშაულა რუსეთი, რომ ის კვლავ არღვევს 18 წლის წინ დადებულ შეთანხმებას.

განცხადება, რომლის შესახებ ლაპარაკია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაკ პომპეოს მიერ 21 მაისს გავრცელებულ დოკუმენტში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო ნაბიჯია დიდი საერთაშორისო ხელშეკრულებების დატოვების კუთხით.

ამ ქმედებას განგაში მოჰყვა მეთვალყურე ჯგუფებისა და აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წევრის მხრიდან. მათი აზრით, ეს ნაბიჯი ზრდის გამალებული შეიარაღებისა და შემთხვევითი სამხედრო დაპირისპირებების შესაძლებლობას.

21 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა: „მე კარგი ურთიერთობები მაქვს რუსეთთან, მაგრამ მოსკოვი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. არის დიდი შანსი, რომ ახალ შეთანხმებას მივაღწევთ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ აშშ-ის გასვლა ამ ხელშეკრულოებიდან „დარტყმა“ იქნება ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას 1992 წელს მოეწერა ხელი. რუსეთმა დოკუმენტს 2001 წელს გაუკეთა რატიფიკაცია. ხელშეკრულებაში 34 სახელმწიფო მონაწილეობს. მათ შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიის თავზე იფრინონ სამხედრო საქმიანობის კონტროლისთვის. ხელშეკრულების დატოვება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ნახევარი წლით ადრე შეტყობინების შემდეგ.

ვაშინგტონი მოსკოვს ადანაშაულებს, რომ ის მას ხელს უშლის ფრენაში კალინინგრადის ოლქის, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან რუსეთის სასაზღვრო ზოლის თავზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG