Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოკატასტროფისას მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა რადიო თავისუფლების კინოგადამღები ჯგუფის მესამე წევრი


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კინოგადამღებთა სამკაციანი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი გარდაიცვალა ავტოკატასტროფის შედეგად მიღებული დაზიანებების შედეგად.

ლიუბოვ ზემცოვას ნათესავებმა რადიო თავისუფლების ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ამცნეს, რომ კინორეჟისორი მინსკის ჰოსპიტალში 22 მაისს გარდაიცვალა.

ცნობილი ბელორუსი კინოდოკუმენტალისტი, 28 წლის ზემცოვა, 14 მაისს, ავტოკატასტროფის შემდეგ მოათავსეს საავადმყოფოში და გარდაცვალებამდე გონს არ მოსულა.

ჯგუფის ორი სხვა წევრი, რომლებთანაც ზემცოვა თანამშრომლობდა, რეჟისორი, ვლადიმირ მიხაილოვსკი და ხმის ოპერატორი, მაქსიმ ჰაურილენკა, ავარიის შედეგად დაიღუპნენ. შემთხვევა მოხდა ქალაქ ჰომელის მახლობლად. ჯგუფი ბრუნდებოდა მინსკში გადაღებიდან, ჰომელიდან, სადაც კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმების მოხალისე დამხმარეების შესახებ იღებდნენ მასალას. ფილმი მზადდებოდა „ნასტოიაშჩეე ვრემიასათვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG