Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად რჩება


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, 23 მაისიდან კვლავ აიკრძალება რიგი უფლებები. ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა.

23 მაისიდან მოქმედი წესები:

  • დახურულ სივრცეში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • ტაქსის მძღოლებს მხოლოდ 2 პირის გადაყვანა შეეძლებათ;
  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებსა და სასტუმროებში სტუმრის მიღება;
  • 70 წლისა და უფროსი ადამიანებისთვის სახლში ყოფნის შეზღუდვა იხსნება;
  • ტანსაცმლის და ფეხსაცმლით ვაჭრობა აკრძალულია და მოლები ისევ დახურული იქნება;
  • სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია;
  • აზარტული თამაშები შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ გაჩერებული იქნება;
  • სოფელ მუშევანისა და გეტას გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე კარანტინი უქმდება;
  • კარანტინი რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რეგულაციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ ჰქონდა მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლება. თუმცა საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეიტანა "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG