Accessibility links

ირანის უზენაესმა ლიდერმა ისრაელს „კიბოს სიმსივნე“ უწოდა


I

ირანის უზენაესმა პალესტინელებს მოუწოდა, ისრაელის წინააღმდეგ ამბოხება გააგრძელონ და ისრაელის მთავრობას უწოდა „კიბოს სიმსივნე“.

„ყუდსის დღის“ აღსანიშნავი სატელევიზიო გამოსვლისას, 22 მაისს, აიათოლა ალი ხამენეიმ ქებით მოიხსენია ირანის მიერ პალესტინელებისთვის იარაღის მიწოდება და თქვა, რომ პალესტინის განთავისუფლებისთვის ბრძოლა მოვალეობაა და ისლამური წმინდა ბრძოლა“. აიათოლას თქმით, „სიონისტური რეჟიმი რეგიონის „კიბოს სიმსივნეა“.

„დღეს, მთელ მსოფლიოში ითვლიან კორონავირუსის თითოეულ მსხვერპლს, მაგრამ არავის კითხულობს, ვინ არის პასუხისმგებელი წამების, დაპატიმრების, უგზო-უკვლოდ გაქრობის ასეულათასობით შემხვევისთვის პალესტინასა და იმ ქვეყნებში, სადაც აშშ და ევროპამ ომები აწარმოა?“, განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ხამენეის გამოსვლას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეტანიაჰუ და თქვა, რომ „ვინც ისრაელს განადგურების ემუქრება, ასეთივე საფრთხის წინაშე აყენებს თავს“.

აშშ-მა და ევროკავშირმა, დაგმეს ხამენეის კომენტარი.

ხამენეი და ირანის მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირები წლების განმავლობაში გამოდიან ებრაული სახელმწიფოს აღსასრულისკენ მოწოდებით, სხვათა შორის, იმ არეალებში რეფერენდუმისკენ, სადაც პალესტინელები წარმოადგენენ უმრავლესობას.

პალესტინელებისთვის ირანის მხრიდან იარაღის მიწოდება პირველი შემთხვევაა, როცა ირანის ლიდერი აღიარებს ამ ფაქტს საჯაროდ.

ხამენეიმ სიტყვა წარმოთქვა, როგორც ირანის მთავრობა უწოდებს, „ყუდსის დღეს“, რომელსაც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ აღნიშნავენ წმინდა თვის, რამადანის ბოლო პარასკევს, პალესტინელებისთვის სოლიდარობის ნიშნად.

ალ-ყუდსი იერუსალიმის არაბული დასახელებაა.

ჩვეულებრივ, ირანში „ყუდსის დღეს“ მასობრივი თავყრილობებით აღნიშნავენ, თუმცა, წელს, კორონათვირუსის გამო ხელისუფლებამ ხალხს სთხოვა, შინ დარჩენილიყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG