Accessibility links

კარაჩისთან ჩამოვარდა პაკისტანის სამგზავრო თვითმფრინავი, დაიღუპა ათობით ადამიანი


პაკისტანის ოფიციალური პირების თანახმად, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა, და სავარაუდოდ, ათეულობით მეტია კიდევ მსხვერპლის რაოდენობა ავარიის შედეგად, როცა პაკისტანის საერთაშორისო ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომელშიც 99 ადამიანი იყო, ჩავარდა დასახლებულ რაიონში, კარაჩის აეროპორტში დაშვებამდე, ჩანს, ტექნიკური პრობლემების გამო.

რეისი PK8303 ლაჰორიდან მოფრინავდა. სინდის პროვინციის ჯანდაცვის ოფიციალურ მუშაკთა თანახმად, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 76-ია. არ არის ცხადი, დაღუპულებს შორის მხოლოდ მგზავრები არიან, თუ საცხოვრებელი რაიონის მცხოვრებნიც, სადაც Airbus A320 ჩავარდა.

სულ მცირე სამი ადამიანი ავარის შედეგად გადარჩა. არ არის ასევე ცნობილი, რამდენი ადამიანი დაშავდა მიწაზე, როცა ხუთი სახლი დაინგრა.

ცნობით, ყველა დაღუპულის მიკვლევას ორი-სამი დღეს დასჭირდება. პაკისტანის დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება გამოიძიებს მომხდარს, რის მიზეზიც არ არის საბოლოოდ დადგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG