Accessibility links

რუსეთში ყოველ მესამე ექიმს COVID-19-ის სტატისტიკის რეგულირებას სთხოვდნენ


რუსეთის იმ ექიმების მესამედზე მეტს, რომლებიც კოროვარუსის ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობდნენ, აძლევდნენ „ინსტრუქციას“, რომ COVID-19-ის აფეთქების სტატისტიკის მანიპულაცია მომხდარიყო, ფიქრობენ ახალი გამოკითხვის ავტორები.

გამოკითხული ექიმების 35,8 პროცენტი აცხადებს, რომ მათ დადებითი პასუხი გასცეს შეკითხვას: „მოგცეს თუ არა „ინტრუქცია“, რომ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონიის დადასტურებული შემთხვევები აღგენიშნათ კოდით, რომელიც შემდგომში ინფექციის და სიკვდილიანობის მონაცემების რეგულირების საშუალებას მოგცემდათ?

საკოდო სისტემა გამოიყენება პაციენტების გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა 1-დან 15 მაისამდე, და რომელშიც ჩართული იყო 509 რესპონდენტი, მოეწყო სპეკულაციების ფონზე, რომ რუსეთი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვის შემცირებას აღწევს იმით, რომ სასიკვდილო შემთხვევებს მიაწერს COVID-19-ით ინფიცირებამდე პაციენტების სხვა, კერძოდ, პნევმონიით დაავადებას.

გამოკითხვა მოეწყო რუსულენოვან მედიკოსებს შორის პოპულარული, მობილური ტელეფონების აპლიკაციის გზით.

22 მაისისთვის რუსეთში COVID-19-ის 326,448 შემთხვევა დადასტურდა, რაც მეორე შედეგია მსოფლიოში. დაღუპულთა რიცხვი 3249-ა. დაღუპულთა მაჩვენებელი ძალიან დაბალია იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც დიდია ინფიცირებულთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG