Accessibility links

ზუგდიდში ოთხ ადამიანს დაუდასტურდა COVID – 19


ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 143 პირის გამოკვლევის შედეგად, ოთხ ადამიანი აღმოჩნდა COVID – 19-ზე დადებითი. მათ ტესტირება განმეორებით ჩაუტარდათ.

როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, მალხაზ ბასილაიამ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, „ინფიცირებულთა შორის სამი არასრულწლოვანი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა, ხოლო ერთი ახალგაზრდა ქალბატონია, რომელსაც საზღვრის კვეთა ჰქონდა და ამ დრომდე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა“.

ამ შემთხვევების გამოვლენმდე საქართველოს მასშტაბით იყო კორონავირუსის 723 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 495, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG