Accessibility links

ქორწილის, ქელეხის ან იუბილეს გადახდა ისევ აკრძალულია, თუ 10 კაცზე მეტი შეიკრიბება


საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში კვლავ აკრძალულია ისეთი ქორწილის, ქელეხის ან იუბილეს გადახდა, რომელსაც 10 კაცზე მეტი დაესწრება. მთავრობამ შეზღუდვა ახალი დადგენილებით დაარეგულირა, რომელიც დღეს, 23 მაისს გამოსცა და 15 ივლისამდეა ძალაში.

კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის მოქალაქე თავდაპირველად 2 000 ლარით, განმეორებით კი შინაპატიმრობით (6 თვიდან 2 წლამდე) ან პატიმრობით (3 წლამდე) დაისჯება. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათ ჯერ 10-ათასილარანი სანქცია დაეკისრებათ, შემდეგ ჯერზე კი ან განმეორებითი ჯარიმა ანდა საქმიანობის შეჩერება.​

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ ჰქონდა მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლება. თუმცა საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეიტანა "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები და უფლებამოსილება გაუზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG