Accessibility links

ორი პაციენტი დაიღუპა რუსეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად


ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა წუხელ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში მომხდარი ხანძრის შედეგად. რადიო თავისუფლების საიტ Idel.Realii-ის ცნობით, უბედური შემთხვევა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ზელენოდოლსკის რაიონში მოხდა.

რაიონის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხანძრის დროს საავადმყოფოში იმყოფებოდნენ კორონავირუსით ინფიცირებული ავადმყოფები, მაგრამ უარყო ვარაუდი, თითქოს ხანძარი ვენტილაციის აპარატის აალებას გამოეწვიოს.

ხანძარი საავადმყოფოს პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ პალატაში გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა 88 კაცის გადარჩენა მოახერხეს.

მანამდე მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში, სადაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდნენ, ხანძარი რუსული წარმოების ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატის აალების გამო მოხდა. სანკტ-პეტერბურგში უბედურმა შემთხვევამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG