Accessibility links

კიევში პრორუსი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის ოფისთან აფეთქება მოხდა


ვიქტორ მედვედჩუკი

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კიევში აფეთქება მოხდა პრორუსულად მიჩნეული საპარლამენტო პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ ლიდერის, ვიქტორ მედვედჩუკის ოფისის წინ.

სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია აფეთქების შემდგომი ვითარება.

საინფორმაციო პორტალ „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, აფეთქების დროს ოფისის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ უკრაინის „ნაციონალური კორპუსის“ წარმომადგენლები. ინცინდენტში სწორედ მათ ადანაშაულებენ ვიქტორ მედვედჩუკის მომხრეები.

„ჩვენ გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას. არიან დაშავებულები“, - განაცხადა მედვედჩუკის პრესმდივანმა ოლეგ ბაბანინმა.

თავის მხრივ „ნაციონალური კორპუსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ ფოიერვერკი მოაწყვეს. მათი საპროტესტო აქცია იყო მშვიდობიანი და ეძღვნებოდა გმირების დღეს, რომელიც უკრაინაში ყოველ წელს 23 მაისს აღინიშნება.

პოლიციამ "ნაციონალური კორპუსის" რამდენიმე წევრი დააკავა

ვიქტორ მედვედჩუკი ცნობილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლობლობით. პუტინის მონათლულია მისი ქალიშვილი დარია.

მედვედჩუკი არის სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მიჩნეულია პრომოსკოვური კურსის მხარდამჭერ გავლენიან პოლიტიკოსად. დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ის მონაწილეობდა რუსეთსა და უკრაინაში დაპატიმრებულთა გაცვლის ორგანიზებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG