Accessibility links

მოსკოვში პოლიციის სპეცრაზმმა შტურმით აიღო ბანკის ფილიალი, სადაც მძარცველს მძევლები ჰყავდა აყვანილი


პოლიციიის სპეცრაზმმა შტურმით აიღო მოსკოვის ცენტრში მდებარე „ალფა-ბანკის“ ფილიალის შენობა, რომელშიც შეიარაღებული მძარცველი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ბოროტმოქმედი, რომელმაც მძველები აიყვანა, დიდძალ თანხას ითხოვდა და იმუქრებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბომბს ააფეთქებდა.

ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო პოლიციაში დარეკვა.

პოლიციის სპეცრაზმმა ეჭვმიტანილი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG