Accessibility links

მოპედის ქურდობის მცდელობის ბრალდებით გორში ერთი ადამიანი დააკავეს


პოლიციამ გორში მოპედის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 25 წლის პირი დააკავა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG