Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 მაისი: დადასტურდა ახალი კორონავირუსის მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა


24 მაისის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 730 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე ახალი შემთხვევის კლასტერი ცნობილია - ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე - საკარანტინო სივრციდან.

გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი, საერთო ჯამში კი - 522.

კოვიდინფექციისგან დაიღუპა 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG