Accessibility links

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა თათბირი გამართა ბირთვული იარაღის განვითარების საკითხზე


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, რომელიც ბოლოს 20 დღის წინ გამოჩნდა საჯაროდ, 24 მაისს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან გამართა თათბირი ქვეყნის ბირთვული არსენალის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის საკითხებზე.

მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოსურათზე ჩანს შავ სამოსში ჩაცმული 36 წლის კორეელი დიქტატორი, რომელიც ტრიბუნაზე მდგარი სამხედროებს მიმართავს და ჯოხით პლანშეტზე რაღაცაზე მიუთითებს. ამასობაში კი ხანშიშესული გენერლები რაღაცას გაფაციცებით იწერენ ბლოკნოტებში.

მაისის დასაწყისში კიმ ჩენ ინმა წერტილი დაუსვა მოარულ ხმებს მისი ავადმყოფობის შესახებ, როდესაც ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ, პირველად გამოჩნდა პუბლიკის წინაშე სასუქის მწარმოებელი ქარხნის გახსნის ცერემონიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG