Accessibility links

“ნიუ-იორკ ტაიმსმა“ პირველ გვერდზე გამოაქვეყნა COVID-19-ით გარდაცვლილთა ნეკროლოგები


„ნიუ-იორკ ტაიმსმა“ კვირის ნომერში პირველ გვერდზე გამოაქვეყნა ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ნეკროლოგების ნაწყვეტები, რითაც პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

„გარდაცვლილთა რაოდენობა აშშ-ში უახლოვდება 100 ათასს, განუზომელი დანაკარგია", - ნათქვამია წერილის სათაურში.

თითოეული გარდაცვლილის სახელის გვერდით მოთავსებულია ნაწყვეტი ნეკროლოგებიდან, რომლებიც გაზეთის რედაქტორებმა რეგიონული გაზეთებიდან მოაგროვეს. ამით გაზეთს სურს, აჩვენოს თითოეული ადამიანის უნიკალობა და ამერიკის მრავალფეროვნება. „ეს არა უბრალოდ სახელების ჩამონათვალია. ეს ვართ ჩვენ“, - წერია მთავარი გვერდის ქვესათაურში.

24 მაისის მონაცემებით, აშშ-ში 98 ათასს მიუახლოვდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა. აშშ ასევე პირველ ადგილზეა COVID-19-ით ინფიცირებულთა სტატისტიკით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG