Accessibility links

სომხეთში წუხელ კორონავირუსით დაინფიცირებული 4 პაციენტი გარდაიცვალა


სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ცნობით, წუხელ სომხეთში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსის შედეგად. გამოვლინდა 359 ახალი შემთხვევა, რითაც ჯამში 6661-ს აღწევს COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა.

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 6302-ს უდრის. აქედან 2936 პაციენტი განიკურნა, 77 გარდაიცვალა.

ამასთან, სომხეთში იზრდება კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტთა რიცხვი და მატულობს ტესტირების ტემპი. ეპიდემიის განმავლობაში განიკურნა 3483 პაციენტი, COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდა 50 397 ადამიანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG