Accessibility links

პროკურატურა განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს უკრაინელი დეპუტატის, ვალერი დავიდენკოს მკვლელობას


უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო ვალერი დავიდენკოს მკვლელობის გამოძიება. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადის დეპუტატის, ვალერი დავიდენკოს გვამი გუშინ ტუალეტში იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზი გახდა ცეცხლსასროლი ჭრილობა თავის არეში.

ვალერი დავიდენკოს თანამოაზრე, საპარლამენტო ფრაქცია „ნდობის“ წევრი სერგეი შახოვი ამტკიცებს, რომ ვალერი დავიდენკო მოკლულია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ზორიან შკირიაკმა განაცხადა, რომ, წინასწარი გამოძიებით, დეპუტატმა თავი მოიკლა.

პარლამენტარის მკვლელობას გამოეხმაურა ვერხოვნა რადის სპიკერი, დმიტრი რაზუმკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ „გამოძიება ოპერატიულად და მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს“.

უპარტიო ვალერი დავიდენკო 2019 წლის ივლისის არჩევნებში მე-9 მოწვევის პარლამენტში აირჩიეს 208-ე, ჩერნიგოვშჩინის ოლქიდან.

იგი იყო სადეპუტატო ჯგუფ „ნდობის“ წევრი. მუშაობდა ეკონომიკური განვითარების საკითხების საპარლამენტო კომიტეტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG