Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მიმდინარეობს ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია


უკრაინის დედაქალაქის ცენტრში მიმდინარეობს „კაპიტულაციის საწინააღმდეგო მოძრაობის“ მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც აცხადებენ, რომ დონბასში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკა უკრაინას „მოსკოვის ხაფანგში“ აქცევს.

„იუტუბის“ არხის საშუალებით აქციის მსვლელობის ტრანსლაციას დამოუკიდებელი „ჰრომადსკე TV“ უზრუნველყოფს.

„ჩვენ არ გვინდა მდგომარეობის არევა, რადგან ქვეყანა ომში იმყოფება. მაგრამ იძულებული ვართ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება“, - უთხრა ჟურნალისტებს განათლების ყოფილმა მინისტრმა, სერგეი კვიტმა, რომელიც „კაპიტულაციის საწინააღმდეგო მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრია.

უკრაინული საინფორმაციო წყაროების ცნობით, აქციაში მონაწილეობას იღებენ ასევე „ნაციონალური კორპუსი“, პარტია „თავისუფლება“ და „დემოკრატიული სოკირა“.

მომიტინგეები ქვეყნის პრეზიდენტისგან მოითხოვენ რუსეთის წინაშე კაპიტულაციის პოლიტიკის შეწყვეტას, საპატიმროებში მყოფი მოხალისეების გათავისუფლებას, უკრაინის ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გადაყენებას.

ანალოგიური აქცია კიევში მარტის შუა რიცხვებშიც გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG