Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლოში მივიდა


აქცია სასამართლოს წინ
აქცია სასამართლოს წინ

პროკურატურის მიერ კორუფციაში ბრალდებული ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის ადვოკატთან ერთად მივიდა იერუსალიმის სასმართლოში, რომელიც 24 მაისიდან იწყებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის განხილვას.

სასამართლოს დარბაზში შესვლის წინ პარტია „ლიკუდის“ ლიდერმა განაცხადა, რომ მას „სარმა დაუდეს“ ოპონენტებმა, რომლებსაც მისი გადაყენება სურთ, გამოძიებას კი „მანკიერი“ უწოდა.

სასამართლოს დარბაზის წინ შეიკრიბა დემონსტრანტების ჯგუფი, რომლებიც ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშაულებდნენ.

სასამართლო პროცესი იწყება იმ ფონზე, როდესაც ერთი კვირის წინ ისრაელის კნესეტმა ნდობის ვოტუმი გამოუცხადა 35-ე მთავრობას ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით.

გასული წლის ბოლოს ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდება წაუყენა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. პროკურორებმა მაშინ განაცხადეს, რომ ნეთანიაჰუ მდიდარი ბიზნესმენებისგან იღებდა საჩუქრებს, რომელთა საერთო ღირებულებაა 300 ათასი დოლარი. ასევე მედიაბიზნესის წარმომადგენლებს სამსახურს უწევდა თავისი მოღვაწეობის უფრო დადებითი გაშუქების სანაცვლოდ.

ნეთანიაჰუ ყველა ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG