Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა


კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში წუხელ COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე მეტი, 153 შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება დაავადების სტატისტიკას, განახლებული მონაცემით ინფიცირებულთა რაოდენობამ თითქმის ათასით დაიკლო და შეადგინა 8599. ჯამში COVID-19 ით დაავადებულთა რაოდენობა რუსეთში 345 ათასს შეადგენს.

ეპიდემიის განმავლობაში რუსეთის ჯანდაცვის უწყება კორონავირუსით გარდაცვლილად მიიჩნევს 3541- პაციენტს, რაც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ხელოვნურად ამცირებდეს გარდაცვლილთა რეალურ ციფრს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG