Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კავკასიაში იზრდება COVID-19-ით დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობა


აინა გამზატოვა
აინა გამზატოვა

წუხელ ჩრდილოეთ კავკასიაში 18 ადამიანი დაიღუპა COVID-19-ით, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 566-ით გაიზარდა.

რუსეთის ოპერატიული შტაბის თანახმად, ყველაზე მეტი - 14 კაცი დაიღუპა დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთში - 4. ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით ჩრდილოეთ კავკასიაში 247 პაციენტი გარდაიცვალა.

მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში COVID-19-ით დაინფიციდრა 18 406 კაცი. ყველაზე უფრო დაავადებულია დაღესტანში, 4095 ადამიანი.

„კავკაზ. რეალიის“ ცნობით, რესპუბლიკის მოქმედი ხელმძღვანელი, ვლადიმირ ვასილევი საჯაროდ გააკრიტიკა დაღესტნელ მუსლიმთა სასულიერო ლიდერის, ახმად აბდულაევის ცოლმა, აინა გამზატოვამ. იგი რესპუბლიკის ხელმძღანელს საყვედურობს, რომ არ დროულად და მკაცრად არ გაატარა ზომები გადაადგილების შეზღუდვისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG