Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის შედეგად გარდაიცვალა ყირგიზეთის პარლამენტის ყოფილი სპიკერი, მუკარ ჩოლპონბაევი


მუკარ ჩოლპონბაევი
მუკარ ჩოლპონბაევი

24 მაისს ყირგიზეთში გარდაიცვალა პარლამენტის ყოფილი სპიკერი, მუკარ ჩოლპონბაევი, რომელიც 5 მაისიდან რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო მიერთებული.

„კორონავირუსის ფონზე მას ჰქონდა მთელი რიგი გართულებები, ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა. ასევე ჰქონდა თანმდევი დაავადებები გულზე, თირკმელსა და სისხლძარღვებზე“, - ნათქვამია რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ცნობაში.

ჩოლპონბაევი, ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერი 1995-1996 წლებში, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG