Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში ნამყოფი პირები აშშ-ში ვეღარ ჩავლენ


აშშ ჩასვლა აეკრძალებათ უცხოელებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიაში იმყოფებოდნენ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბრაზილიაში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის 28 მაისიდან. შეზღუდვა არ ეხება ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვას.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით.

ბრაზილიაში უკვე დაინფიცირდა 363 000-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 22 600-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG