Accessibility links

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო დაწესებულ აკრძალვებს აუქმებს


ცხინვალი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 25 მაისიდან იხსნება კორონავირუსის გავრცელების გამო დახურული კაფეები, რესტორნები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, სპორტული ობიექტები, ბიბლიოთეკები, სასტუმროები და სანატორიუმები. მუშაობას განაახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დე ფაქტო მთავრობა შეზღუდვების გაუქმებას იმით ხსნის, რომ რეგიონში ამ დრომდე ინფიცირებულ 37-ივე პირს კორონავირუსი კარანტინში ყოფნისას დაუდგინდა. ყველა მათგანი რუსეთიდან დაბრუნებული პირია.

დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 მაისამდე დაკეტილია რუსეთთან ე.წ. საზღვარი. საოკუპაციო რეჟიმს ჩაკეტილი აქვს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG