Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევაა. კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 730-დან 731-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 526-ია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 333-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG