Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმჯობესდება 80 წელზე მეტი ასაკის პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც პლაზმით მკურნალობენ


თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს. მათგან 3 -ის მდგომარეობაა მძიმე. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ლაბორატორიული მონაცემებითა და ობიექტური სტატუსით დინამიკა გაუმჯობესებულია და სამივეს გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება.

ამ სამ პაციენტს შორისაა 80 წელს გადაცილებული ქალი, რომელსაც, მარინა ეზუგბაიას თანახმად, ჩაუტარდა დიალიზი და გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობენ:

„ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 730-დან 731-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 526-ია. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 333-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG