Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საქართველოს ელჩი არ ეთანხმება კრიტიკას, რომ საელჩომ ცუდად იმუშავა


საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო საქართველოში კონსულტაციისთვის გამოწვეული ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციისთვის მივიდა.

ამ დრომდე ელჩი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულ სავალდებულო კარანტინში იმყოფებოდა.

სამინისტროში შესვლამდე მედიასთან საუბარში ელჩმა განაცხადა, რომ არ იზიარებს კრიტიკას, თითქოს, საელჩომ არასაკმარისად იმოქმედა.

"ახლად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა საკითხი ზედმიწევნით იქნება განხილული. არ ვიზიარებ კრიტიკას, რომ საელჩომ ვერ იმუშავა. მე რაც ჩამოვედი, სულ მაგას გეუბნებით, რომ მქონდა კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე უკრაინის... და მოგახსენეთ უკვე, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა, პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსტულაციისთვის და ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს“, - განაცხადა ელჩმა.

თეიმურაზ შარაშენიძის სიტყვებით, უკრაინაში მისი სავარაუდო დაბრუნება ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

კიევიდან ელჩი კონსულტაციისთვის მას შემდეგ გამოიძახეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის საკითხი არ განიხილება, თუმცა, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა შეკითხვებს იწვევს და საჭიროა ელჩთან კონსულტაცები.

ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოში 11 მაისს დაბრუნდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG