Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კინოფესტივალი გეგმის მიხედვით გაიმართება სექტემბერში


იტალიის ხელისუფლების თანახმად, ვენეციის სართაშორისო კინოფესტივალი გეგმის მიხედვით გაიმართება სექტემბერში, ვინაიდან ქვეყანაში იკლებს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები.

ვენეტოს რეგიონის გუბერნატორმა ლუკა ძაიამ კვირას გამოაცხადა, რომ ფესტივალზე, სავარაუდოდ, ნაკლები პროდუქცია იქნება წარმოდგენილი მკაცრი საკარანტინო ზომების გამო, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაუწესდა კინოინდუსტრიას.

მსოფლიოში ამჟამად მოქმედი კინოფესტივალებიდან ვენეციის კინოფესტივალი უძველესია. იანვარში ფესტივალმა გამოაცხადა, რომ მის 77-ე გამოშვებას ავსტრალიელი კინოვარსკვლავი, კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც უდიდესია მსოფლიოში, მაისში უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG