Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუდაურში კაფე "ვიტამინი" დაიწვა


გუდაურში კაფე "ვიტამინის" შენობა სრულად დაიწვა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

კორონავირუსის გამო კაფე რამდენიმე კვირაა დაკეტილია.

უწყებაში ამბობენ, რომ ხანძრის შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დაინახეს კვამლი და შემთხვევის ადგილამდე მივიდნენ.

ამ დროის მონაცემებით არავინ დაშავებულა. ჯერ უცნობია, რა მუხლით დაიწყება გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG