Accessibility links

"ლევადა-ცენტრი": ბოლო 5 წელში რუსეთის მოსახლეობის 30%-მდე გამოცადა საკუთარი უფლებების დარღვევა


რუსეთის მოსახლეობის 30%-მდე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საკუთარ თავზე გამოცადა თავისი კანონიერი უფლებების დარღვევა. ასეთ დასკვნამდე მივიდა „ლევადა-ცენტრი“ 24-27 აპრილს ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე.

მოსახლეობის ძირითადი ჯგუფები, რომლებიც განუკითხაობის მსხვერპლი გამხდარან, არიან ღარიბი და უმუშევარი მოქალაქეები, ასევე საშუალო ფენის უფრო წარმატებული წარმომადგენლები: მეგაპოლისების მოსახლეები, უმაღლესი განათლების მქონენი, მეწარმეები და მენეჯერები.

„ლევადა-ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, სოციოლოგმა დენის ვოლკოვმა დააზუსტა, რომ ორივე ჯგუფში ყველაზე უფრო გავრცელებულია მათი სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დარღვევა.

რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთში რთულია ან შეუძლებელია საკუთარი უფლებების დაცვა, როცა მათ არღვევენ. 34%-ის აზრით, ეს „პრაქტიკულად შეუძლებელია“.

საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისას რუსეთის მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ პოლიციას ან ადვოკატებს (შესაბამისად 30% და 29%). კიდევ 17 % სასამართლოს მიმართავდა. 10%-ის თქმით კი, განუკითხაობის შემთხვევაში მიუმართავთ პოლიტიკოსებისა და ადამიანის უფლებების დამცველთათვის. ამასთან, ყველაზე უშედეგო იყო დახმარებისთვის დეპუტატებისა და პრეზიდენტისთვის, ან ადამიანის უფლებების რწმუნებულისთვის მიმართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG