Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის მთავრობა დაფნის სანერგეს მოწყობაში 42 ათას ლარზე მეტს დახარჯავს


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაფნის სანერგეს მოწყობაში 42 750 ლარს დახარჯავს. უწყება განმარტავს, რომ ეს ვალდებულება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის გამო წარმოეშვათ.

"საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში გავრცელებული ეპიდემიის ფონზე, როცა სასურსათო უსაფრთხოებასა და ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. ამ კუთხით პერსპექტიულია დაფნის ფოთლის წარმოება, რომელიც მოითხოვს არცთუ დიდ ფინანსურ რესურსს და გააჩნია მაღალი საექსპორტო პოტენციალი, კერძოდ, დაფნის გამშრალი ფოთლები თუ ეთეროვანი ზეთი საუკეთესო ქიმიური შედგენილობით და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით ხასიათდება", - განმარტავს დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტო.

სანერგე ხობის რაიონში, სოფელ ხამისქურში მოეწყობა. შესაბამისი ხელშეკრულება უკვე დადებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG