Accessibility links

ჩეხეთში ქვანახშირის მაღარომ შეწყვიტა მუშაობა მაღაროელთა შორის COVID-19-ის გავრცელების გამო


ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩეხეთში მდებარე ქვანახშირის მაღარომ შეწყვიტა მუშაობა მაღაროელთა შორის კორონავირუსის ინფექციის სერიოზულად გავრცელების გამო.

უკანასკნელ დღეებში ჩატარებულმა ტესტებმა ჩვენა, რომ 2400 ადამიანიდან 212-ს აღმოაჩნდა კორონავირუსი. მათი უმრავლესობა არის ქალაქ კარვინში მდებარე დარკოვის მაღაროს თანამშრომელი. ამჟამად ეს ჩეხეთში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი კერაა.

როგორც რეგიონული ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ივო ვონდრაკმა განაცხადა 25 მაისს, მაღაროში მუშაობას განაგრძობენ მხოლოდ ისინი, ვინც მუშაობს ვენტილაციით უზრუნველყოფასა და წყლის ამოტუმბვაზე.

უკანასკნელ დღე-ღამეში ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 65-ით გაიზარდა. მთლიანობაში ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 8955 შემთხვევა, მათგან გარდაცვლილია 315.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG