Accessibility links

ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილზე: ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხს ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. კომიტეტი, განცხადების თანახმად, გმობს ძალადობას, ამასთან მხარეებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან“, - ნათქვამია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ 24 მაისს 100-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ნელი დოროყაშვილზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG