Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურამ ჯაშუშობაში ბრალდებული პოლ უილანისთვის 18-წლიანი პატიმრობა მოითხოვა


პოლ უილანი
პოლ უილანი

რუსეთის პროკურატურამ მოსკოვის სასამართლოს მიმართა თხოვნით, აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი, პოლ უილანი ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნოს და 18 წლით პატიმრობა მიუსაჯოს. ამ ბრალდებას უილანი და აშშ-ის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფენ.

უილანის ადვოკატმა ვლადიმირ ჟერებენკოვმა 25 მაისს განაცხადა, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 15 ნოემბრისთვის დანიშნა განაჩენის გამოტანა.

50 წლის უილანმა, რომელსაც ამავე დროს აქვს დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ირლანდიის მოქალაქეობა, თავის საბოლოო სიტყვაში სასამართლოს უთხრა, რომ ის უდანაშაულოა.

უილანი 2018 წლის დეკემბერში დააპატიმრეს მოსკოვში. პროკურატურა აცხადებს, რომ მას ფლეშდისკზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია ჰქონდა.

უილანმა თქვა რომ ფლეშდისკი „ჩაუდეს“ და რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. მან ასევე საპატიმროში თავის ზედამხედველებს ბრალი დასდო მის მიმართ სასტიკ მოპყრობაში.

სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა ტარდება გასაიდუმლოებული მასალის შემცველი მტკიცებულებებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG