Accessibility links

პოლიციამ დააკავა ლაშა ჩხარტიშვილი


ლაშა ჩხარტიშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს ვაზისუბანში. რამდენიმე საათის ადრე მან „ფეისბუკზე" დაწერა, რომ ვაზისუბანში „ალუბლების ბაღის“ დასაცავად აპირებდა წასვლას. „თვეების განმავლობაში, ვაჩერებთ ამ ქუჩის ერთადერთი რეკრეაციული ზონის განადგურებას! საგანგებო მდგომარეობისას ძალები მოიკრიბეს და რადგან ბევრი შიმშილის პირას ყოფნის გამო სოფელშია წასული, ახლა შეგვიტიესო, ასე დამირეკეს!“ - დაწერა ჩხარტიშვილმა.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ჩხარტიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) შესაბამისად.

სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში სანქცია ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG