Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, ავტობუსები და მეტრო, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში ამუშავდება


თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო და ავტობუსი, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში ამუშავდება.

"ჩვენ დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს, აქედან 500 გასულია, ნორმალურ პირობებში, გასულია და ემსახურება მგზავრებს, თუ საჭიროება იქნება, სათადარიგო ავტობუსები დაემატება ქალაქს", - თქვა კალაძემ.

თბილისში მეტრო და ავტობუსი 31 მარტის შემდეგ აღარ მოძრაობს. საშუალოდ, სამუშაო დღეს, ავტობუსსა და მეტროს 700 ათასზე მეტი მგზავრი გადაჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG