Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი პარტნიორები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დევიდ ნორქუისტმა: „ამ ისტორიული მოვლენიდან 102 წლისთავზე საქართველომ, თავისი ხალხის სიმამაცით, შეუპოვრობითა და სიმტკიცით თანმიმდევრულად გადალახა გამოწვევები და დაამკვიდრა თავისუფლების საფუძვლები. ჩვენი ერისთვის პატივია, რომ საქართველო მისი მეგობარი და პარტნიორია“.

ნორქუისტის მილოცვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი: „გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ აშშ-სთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. ასე რომ, გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ“.

აშშ-ის ხელისუფლების სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 25 მაისს მიულოცა სახელმწფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG