Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანმა საქართველოს ვიდეომიმართვით მიულოცა დამოუკიდებლობის დღე


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. საელჩოს ფეისბუკზე ელჩის ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა.

„საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ეს პრინციპები კარგად ნაცნობია ყველა ამერიკელისთვის. ქართველებსაც და ამერიკელებსაც უბრძოლიათ და თავი გაუწირავთ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის“.

კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის კვლავაც ღრმა, მდიდარი და მტკიცე მეგობრობა არსებობს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს - თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას: „როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია, ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე. როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დიდი მადლობა და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG