Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრი სამხედროებს: თქვენ იცავთ საქართველოს თავისუფლებას ხილული და უხილავი მტრისგან


თავდაცვის მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალებს ვაზიანის ბაზიდან მიულოცა და აღნიშნა, რომ ქედს იხრის იმ ქართველი გმირების წინაშე, ვისაც არასდროს დაუთმია საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწაფვის იდეა და სიცოცხლე შესწირა ამ ბრძოლას.

„საქართველოს თავისუფლება დგას სწორედ ჩვენს გმირებზე და მათ თავგანწირვაზე“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით დღეს ქართველი სამხედროები აგძელებენ საამაყო წინაპრების მხედრულ ტრადიციას.

„თქვენ ხართ თანამედროვე დემოკრატული საქართველოს ძლიერი საყრდენი და ამაყად და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში“,- განაცხადა თავდაცვის მინიტრმა

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს დაჭრილ და დაშავებულ ჯარისკაცებზე ზრუნვა ქვეყნის პასუხისმებლობაა, ისინი აგრძლებენ სამსახურს და "დაუმარცხებლები არიან ახალი გამოწვევების წინაშე".

ქვეყნის გასაძლიერებლად, ერთიანობასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, "აშშ-ის, ევროკავშირის, ნატო-ს მხარდაჭერას და მათ თანადგომას. საქართველო აგრძელებს წინსვლას ევროატლანტიკურ ოჯახში, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა საქარველოს სახელით საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედროების როლს.

„ჩვენი საამაყო ჯარისკაცები, რომლებიც დღეს იბრძვიან სხვადასხვა საერთაშორისომისიაში არიან ამ ბრძოლის წინა ხაზზე და მათი, სამაგალითო პროფესიონალიზმი და თავდადება ჩვენს ქვეყანას საუკეთესოდ წარმოაჩენს მთელ მსოფლიოში. მე მინდა მათ განსაკუთრებულად მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი სიტყვებით, ქართველი სამხედროების სანიმუშო მზაობა გამოჩნდა, მსოფლიო პანდემის დროს და მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კიდევ უფრო ძლიერი გამოვა უხილავ მტერზე გამარჯვებით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიება ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG