Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. დედოფლის მისალოცი სიტყვა საქართველოს მთავრობის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

„დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს. საუკეთესო სურვილებით თქვენ და საქართველოს მოსახლეობას“, - საქართველოს მთავრობის თანახმად, ნათქვამია დედოფლის მისალოც სიტყვაში.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური ზეიმის გარეშე აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG