Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" დამოუკიდებლობის აქტის მიღების ადგილის რესტავრაციას ითხოვს


საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გამოთქვა ინიციატივა, რომ რესტავრაცია ჩაუტარდეს დარბაზს, სადაც პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ამ დარბაზში ჩატარდეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები და სხდომები.

„მომავალში, პარლამენტის საზეიმო სხდომები სწორედ ამ დარბაზში გაიმართოს და ისეთი ისტორიული აქტები, როგორიც დარწმუნებული ვარ, მალე იქნება, მაგალითად, საქართველოს ნატოში, ევროკავშირში გაწევრიანება, ან საერთაშორისო სამართლებრივი აქტების რატიფიცირება, სწორედ ამ დარბაზში უნდა მოხდეს. ეს ნამდვილად ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება“, - უთხრა მედიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.

დღეს ამ შენობაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG