Accessibility links

რუსეთში სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი


ოთხი ადამიანი დაიღუპა 26 მაისს რუსეთის სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე.

ლაპარაკია მი-8 ტიპის საბჭოთა მოდელის სატრანსპორტო შვეულმფრენზე, რომელიც დღეისათვის დაახლოებით 50 ქვეყანაში გამოიყენება.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, სამხედრო შვეულმფრენის ავარიის მიზეზი ტექნიკური პრობლემას უკავშირდება.

შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად ეკიპაჟის სამი წევრი და ერთი ტექნიკოსი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG