Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა გახსნა საზღვარი გერმანიასა და ავსტრიასთან. ხვალიდან მიმოსვლა აღდგება სლოვაკეთსა და უნგრეთთან


26 მაისს ჩეხეთმა განაახლა თავისუფალი მიმოსვლა მეზობელ ავსტრიასა და გერმანიასთან. საზღვარზე, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო ორი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი, პოლიცია მხოლოდ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეამოწმებს სატრანსპორტო საშუალებებს. რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში მათთვის კვლავაც სავალდებულოა კორონავირუსის ტესტირების დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა ან კარანტინის გავლა.


27 მაისისათვის მიმოსვლა აღდგება მეზობელ სლოვაკეთსა და უნგრეთთან. კორონავირუსის ტესტი და კარანტინი აუცილებელი არ იქნება მათთვის, ვინც 48 საათზე მეტი ხნით არ აპირებს მეზობელ ქვეყანაში გაჩერებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG