Accessibility links

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში არ გამოვლენილა COVID-19-ის ახალი შემთხვევა


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა, - ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესს“ მიაწოდა ცხინვალის სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილემ ანა გაგლოევამ.

მისი თქმით, ამ დროისათვის მკურნალობას ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 14 ადამიანი განაგრძობს, 22 კი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. „კიდევ ერთ ადამიანს დიაგნოზი შეეცვალა“, დააზუსტა ანა გაგლოევამ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კოვიდ-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 37 იყო. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ეს რიცხვი 36-ს შეადგენს, ორკვირიანი კარატინის რეჟიმში იმყოფება 135 ადამიანი.

ორშაბათიდან თვითაღიარებულ რესპუბლიკაში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო - გაიხსნა რესტორნები, კაფეები და სპორტული ობიექტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG