Accessibility links

მუშაობა განაახლა პანდემიის გამო დაკეტილმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ


კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გაიხსნა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა. ზარი, რომელიც ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ამცნობს, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ დარეკა.

ბირჟაზე დაბრუნების უფლება მისცეს ტრეიდერების მხოლოდ მეოთხედს. მათ ახალი წესები უნდა დაიცვან - ბირჟამდე მისასვლელად არ უნდა ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ნიღბებით უნდა იყვნენ და სოციალური დისტანცია დაიცვან. შენობაში შესვლამდე ტრეიდერებს ტემპერატურას გაუზომავენ.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკის შტატშია. დაინფიცირებულთა რიცხვი 300 000-ს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაიცვალა 29 ათასზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG